ხატიამ კარგა ხანს არ იცოდა დის გარდაცვალების შესახებ – ინტერვიუ შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილთან
23 აგვისტოს, კომპანია Traveler.ge-ს მიერ მოწყობილი ტურის მონაწილენი შატილიდან უკან ბრუნდებოდნენ, მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა, მძღოლმა მართვა ვეღარ შეძლო და ხევში გადაეშვა.
მიკროავტობუსში მჯდარი 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.
მედეა დევსურაშვილი გარდაიცვალა, მედეა დევსურაშვის და, ხატია დიდი ხანი ებრძოდა სიკვდილს და საბოლოოდ, გაიმარჯვა მასზე.