ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის – კარნეგი-ჰოლის სცენაზე ნიუ-იორკში წარდგება.
მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის – კარნეგი-ჰოლის სცენაზე ნიუ-იორკში წარდგება. ნათქვამია საკონცერტო დარბაზის ვებგვერდზე.
ხატია ბუნიათიშვილი ცხოვრობს პარიზში. გასტროლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს. მისი ალბომი სახელწოდებით Schubert 2019 წლის მარტში კლასიკური მუსიკის ფრანგული ჩარტის ლიდერი გახდა.