ხატია დეკანოიძე: „პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, – ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან“

-„31 ოქტომბერს შეიცვლება ამ ქვეყანაში ის უკუსვლა, რომელიც ამ წლების განმავლობაში იყო. 31 ოქტომბერს დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი –  ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, –  ჩვენი სამშობლოსთვის გავიმარჯვებთ. მე აქ თქვენთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, მინდა მხარი დავუჭირო და საჩხერლებს, ჭიათურელებს, ხარაგაულელებს მოვუწოდო, – მივიდნენ 31 ოქტომბერს და მხარი დაუჭირონ გიორგი კაპანაძეს, ის არის დაუღალავი მებრძოლი, დაუღალავი ადამიანი,  იქნება თქვენი წარმომადგენელი, თქვენი უშუალო მეგობარი საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.

პირობას ვდებთ ყველა ერთად, პირობას ვდებ ჩემი ბებიისა და ბაბუის საფლავზე, – ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგისი სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა! ყველაზე მნიშვნელოვანია,- ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი და გასასხვისებელი ქვეყანა. ჩემო ძვირფასებო, ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, დავუჭიროთ მხარი გიორგი კაპანაძეს და მოვიგოთ არჩევნები, რომელიც იქნება ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა  „ნაციონალური მოძარობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ საჩხერში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კაპანაძის წარდგენისას.

კომენტარები