ხატია დეკანოიძის აღიარება -“ნებისმიერ ეტაპზე, ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ჩვენთვის 2012 წლიდან იყო უდიდესი ამოცანა”

ხატია დეკანოიძე  სოციალურ ქსელში წერს-

“ნებისმიერ ეტაპზე, ოლიგარქის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ჩვენთვის 2012 წლიდან იყო უდიდესი ამოცანა. იყო და არის – ქვეყნის განვითარებისთვის..

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ ერთიანობისთვის ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს. ჩვენ ვსაუბრობთ იმ პოლიტიკურ პლატფორმებთან, ვინც იდოლოგიურად და პოლიტიკირად დიდი განსხვავებისაა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დემოკრატია პოლიტიკურ თანაცხოვრებას გულისხმობს.. ჩვენი პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, 8 წელია უკვე..

შეთანხმებისთვის ყველაფერს აუცილებელს გავაკეთებთ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი პარტიისთვის (რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალაა) თითის ქნევით საყვედურები (კონსულტაციების მიმდინარეობისას) იმავე პოლიტიკურ განცხადებებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ხშირად ახმოვანებენ ერთიანობის მიმართულებით.”-წერს დეკანოიძე

ეს აღიარებაა იმისა, რომ 2012 წლიდან  მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ არიან მომართულნი და არ აღელვებდათ ქვეყნის ბედი.   2012 წელს, მაშინ როდესაც, ჯერ არავინ იცოდა რა შეიძლებოდა ქვეყანაში გაკეთებულიყო სასიკეთოდ ივანიშვილის ხელით, ნაციონალური მოძრაობა  და ევროპული საქართველო იბრძოდა  არა   სახელმწიფოს  წინსვლისთვის არამედ ძალაუბლების დაბრუნებისთვის,  რაც ამ სტატუსმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო.

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები