ხატია მოისწრაფიშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლად რჩება

ხატია მოისწრაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა, ადმინისტრაციის თანამშრომლად რჩება.

„სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის მოვალეობას აღარ ასრულებს, თუმცა, ის ადმინისტრაციის თანამშრომელია. მისი შემცვლელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია“, – განაცხადა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა  ირინა შენგელიამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის მოვალეობას აღარ ასრულებს, თუმცა ის ადმინისტრაციის თანამშრომლად რჩება.

კომენტარები