„ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად დიდი საქმეების გაკეთება, რაც ძალიან სასარგებლოა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რუსეთისთვის“ – დონალდ ტრამპ

 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მისი პრეზიდენტობის დროს, რუსეთთან ურთიერთობა შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო, თუმცა მისი თქმით ურთიერთობების დასტაბილურებას ხელი იმ ბრალდებებმა შეუშალა, რომელიც მას დემოკრატებმა და მათმა პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიებმა წაუყენეს, კრემლთან სავარაუდო კავშირის შესახებ 2016 წლის ამერიკის არჩევნების დროს. ამის შესახებ ამერიკის ყოფილმა ლიდერმა ტელეარხი, Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა გაიხსენა, რომ რუსეთთან მისი სავარაუდო კავშირის საქმე ორწელიწადნახევარი გაგრძელდა, რის შემდეგაც იგი სრულად გაამართლეს. მაგრამ მთელმა ამ პროცესმა ხელი შეუშალა მას როგორც რუსეთის ფედერაციასთან, ისე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში.

„ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად დიდი საქმეების გაკეთება, რაც ძალიან სასარგებლოა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რუსეთისთვის“, – ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი.

ტრამპმა დასძინა, რომ იგი ბევრ სასიკეთკ ქმედებაში იყო როგორც შემაკავებელი ფაქტორი, რადგან მას აუცილებლად გააკრიტიკებდნენ მოსკოვის მიმართ სიმპათიისთვის.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები