ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეხანძრე-მაშველებმა მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეხანძრე-მაშველებმა მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.

გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი.

ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე, მაშველებმა აჭარაში, სოფელ ჯოჭოში, მეწყერში მოყოლილი მანქანა იპოვეს, რომელშიც სწორედ ეს ორი ახალგაზრდა იყო. ისინი მეგობრები იყვნენ.

ეძებენ ორ დაკარგულს – ერთი ოჯახის სამ წევრს.

-„შემთხვევის დროს სახლში ერთი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა, მათ შორის არასრულწლოვანი. მანქანაში  – ორი ახალგაზრდა იჯდა“, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელსაც რთული რელიეფი და ძლიერი წვიმა ართულებს.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 440 შეტყობინება შევიდა. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებს და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა, ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

გვიან ღამით,  სპეციალური აღჭურვილობით ჩავიდნენ დამხმარე ძალები სამეგრელოდან, იმერეთიდან და თბილისიდან და 60 მეხანძრე-მაშველი სამუშაოებში ჩაერთო. ასევე, 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან.

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალქეებს 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ეძებენ. ადგილზე დამატებით მობილიზებული არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამნაღმველები,  მეწყრულ მასაში მოყოლილ ავტომობილს ეძებენ. საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, – გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია,  მძღოლი დაკარგულია.

კომენტარები