ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბინები 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. ბინები 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.
ბინების გადაცემის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.
– „ვაგრძელებთ ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობას, მათი საცხოვრისით უზრუნველყოფას.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა ახლადაშენებული ბინები.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 500-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა საცხოვრისით. ჩვენი ხელისუფლებისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს სოციალური პოლიტიკა და თითოეული ეკომიგრანტი ოჯახის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, იცით, რომ დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა, წელსაც ვაპირებთ 100-ზე მეტი ოჯახის უზრუნველყოფას საცხოვრისით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის  4 სოციალური სახლი აშენდა და 112 ოჯახს გადაეცა ბინა.
კომენტარები