ხელვაჩაურის რაიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. ამ ინფორმაციას  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამართალდამცველებმა სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტი (9 020 ღერი) ამოიღეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა, საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით,ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

 

კომენტარები