“ხელისუფალნო, ჩამოდით ჯიპებიდან, დაგითმობთ თულუხჩას და დარწმუნდებით, რომ წყაროს წყლის ზურგით ტარება ენით აუწერელი ნეტარებაა”
მწერალი და ექსტრასენსი თამაზ ჭეიშვილი სოციალური ქსელით ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს ეხმიანება, რომლებიც ჯიპებით მოძრაობენ და სანაცვლოდ მათ, მეთულუხჩის საინტერესო საქმიანობას სთავაზობს. აღნიშულის შესახებ ჭეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“მე,მეთულუხჩე ვარ!
თულუხ-თურქული სტყვაა და ტყავის გუდას ნიშნავს. მე-19 საუკუნეში თბილისს სასმელი წყლით ამარაგებდნენ მეთულუხჩეები (იხ.ფოტო-თ.ჭ.), შემდეგ, მეფის ნაცვალმა ვორონცოვმა თბილისი მილებით დაქსელა და მეთულუჩეებიც თანდათანობით გაქრენ!
თუმცა, არა! მთელ საქართველოში, დღეს მხოლოდ მე დავრჩი, მწერალი და პუბლიცისტი, ამავე დროს მეთულუხჩე, თამაზ ჭეიშვილი!
აი, ასე ამომაქვს ანანურის წყაროებიდან წყალი, რომ ჩემმა უსაყვარლესმა ლენამ მორწყას ბაღი, რომელიც ედემად აქცია!
ხელისუფალნო, ჩამოდით ჯიპებიდან და ,,ლექსუსებიდან”, ამოდით ფიტავში, მხოლოდ ერთ დღეს დაგითმობთ თულუხჩას და თქვენ დარწმუნდებით, რომ წყაროს წყლის ზურგით ტარება (განსაკუთრებით აღმართზე) ენით აუწერელი ნეტარებაა, როცა იცი, რომ ამ წყალს, ელოდება შენი უსაყვარლესი ქალი!”- წერს თამაზ ჭეიშვილი.