“ხელისუფლებავ! სასწრაფოდ, მიიღეთ კანონი, – საქართველოში გეი-პროპაგანდის და გეი-აღლუმების აკრძალვის შესახებ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველი ხალხის მიერ თქვენი ხელისუფლება სოდომ-გომორისტული ცოდვის მხარდამჭერად მიიჩნევა, აქედან გამომდინარე შედეგებით!” – ჯუმბერ კირვალიძე:

–  “ქოცხელისუფლებავ! სასწრაფოდ, მიიღეთ კანონი, – საქართველოში გეი-პროპაგანდის და გეი-აღლუმების აკრძალვის შესახებ! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ხელისუფლება სოდომ-გომორიზმის მხარდამჭერად ჩაითვლება ქართველი ხალხის მიერ, აქედან გამომდინარე შედეგებით!

▪ თანამედროვე კაცობრიობა მსოფლიო “ახალი სოდომისტური რელიგიის” გავრცელების საფრთხის წინაშეა!
▪ სექსუალური და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვა (მათი სიცოცხლის, სწავლის, შრომის, ჯანდაცვის და სხვა), ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულებაა, მათ შორის, ქართული სახელმწიფოსი, მაგრამ – პროპაგანდა სოდომისტური ცოდვისა, გეი-აღლუმის ლეგალიზება აბსოლუტურად დაუშვებელია, რადგან ეს ნიშნავს, – საქართველოში უზნეობის გავრცელებას, ჩვენი საზოგადოების, ახალგაზრდობის გახრწნას, ქრისტეანობის დასასრულს და ანტიქრისტეს გაბატონებას!
▪ 31 წელია (1990 წლიდან), რაც მსოფლიოში გაუკუღმართებული სექსუალური ურთიერთობების (“ლ.გ.ბ.ტ.”) მქონე პირები, ავადმყოფებად აღარ ითვლებიან და მათი “უფლებების დაცვა”, – ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვას გაუტოლდა! ამის შედეგად, ევროპის 14 სახელმწიფოში “ერთნაირსქესიანთა ქორწინებას” ქვეყნის კონსტიტუცია იცავს და ამის საწინააღნდეგო ყოველგვარი განსხვავებული აზრი, – ჰომოფობიად მიიჩნევა და კანონით ისჯება! აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში კიდევ უფრო მეტი “წარმატებები” მოიპოვა, მსოფლიო სექტად ქცეულმა ლ.გ.ბ.ტ. “თემმა”! მათი აგრესიის პროცესი მსოფლიოში, კერძოდ ევროპაში შეუქცევადად ვითარდება და კიდევ რამოდენიმე სახელმწიფოა მათი “სოდომისტური რელიგიის” დაკანონების ზღურბლზე!
▪ დიახ, არ წამომცდენია, ესაა მცდელობა ანტიქრისტიანული, ანტიისლამური, ანტიიუდეური, ანტიბუდისტური (მსოფლიო ტრადიციული რელიგიები), ახალი მსოფლიო სატანისტური რელიგიის შექმნა-დამკვიდრება-გავრცელებისა, რომლის საფუძველი – “მრავალფეროვანი სექსუალური თავისუფლებაა”, რომელიც სათავეს იღებს ბიბლიური, სწორედ ამ ცოდვების გამო ღმერთის მიერ განადგურებული 2 ქალაქიდან, სოდომ-გომორიდან და მას შეიძლება თამამად ვუწოდოთ – “სოდომისტური რელიგია”, ხოლო მის მიმდევრებს და მხარდამჭერებს კი, “სოდომისტები”!
▪ ყველა ტრადიციულ რელიგიურ სწავლებაში, ღმერთმა შექმნა ორსქესოვანი კაცობრიობა, მამაკაცი და დედაკაცი, რომელთა შორის სექსუალური ურთიერთობის (ქორწინება, ოჯახი, რელიგიური რიტუალის შესრულება, მხოლოდ ქალისა და კაცის ამ მიწიერ-ზეციურ ერთობას უკავშირდება) შედეგად მრავლდება კაცობრიობა, ეს ერთადერთი საშუალებაა ახალი სიცოცხლის დასაწყისის და შენარჩუნებისა დედამიწაზე!
▪ ამიტომ, ადამიანთა შორის “სამი და მრავალსქესოვანი” სექსუალური “თავისუფლებების” პროპაგანდა-გავრცელება, სქესის შეცვლა და სხვა ამგვარის საფუძველზე, “ახალი რელგიის” შექმნა არის, – “ცისარტყელის დროშის ქვეშ”, სატანისტური ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა მთელს მსოფლიოში!
▪ საქართველოს ისტორია გვასწვლის, რომ ქართველებმა შევძელით და ქრისტეს ჯვრის ძალით დავიცავით თავი გამაჰმადიანებისაგან, სხვა ეროვნულ-რელიგიური განსაცდელებისაგან, ჰოდა, დღესაც ჩვენი ფარი სწორედ ქრისტეანობა, მართლმადიდებლობა გახლავთ, ჩვენი ტრადიციული ზნეობრივი ღირებულებები, ოჯახის ინსტიტუტის სიწმინდე, რამაც მაშინაც არაერთხელ გადაგვარჩინა, როცა სახელმწიფოც კი არ გვქონდა, დამოუკიდელობა წართმეული და დაპყრობილები ვიყავით!
▪“მრავალსქესოვანი” ანტიქრისტე-სატანა “ტახტს ვერ დაიდგამს” საქართველოში, ვერ იბოგინებს და “სოდომისტური რელიგიის” მიმდევართა აღლუმებს ვერ გამართავს, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში! უდიდესმა შაჰებმა, სულთნებმა, ყაენებმა ვერ შეძლეს ქართველთა გადაგვარება და “უდიდესი სოდომისტებიც” ვერ შეძლებენ ამას! დღეს, უღმერთო ქართველი ულტრალიბერალები გვამუნათებენ, – თუ “კაი ცხოვრება და ფუფუნება” გინდათ, მაშინ სექსუმცირესობათა “პარადიც” და აქედან გამომდინარე, მომავალში ერთსქესიანთა “ქორწინებაც” უნდა დაუშვათ, აბა ისე, “ცივილიზებულ ერთა” შორის, საქართველოს ადგილი არ იქნებაო!.. ქართველებო, არ შეცდეთ, არ გაცდუნოთ ეშმაკმა, გვახსოვდეს, რომ ჩვენი გადარჩენა რწმენისა და ზნეობის შენარჩუნებაში, მის განმტკიცებაშია, სხვაგვარად, ყველას მოგვეკითხება, – “ბილწთ არ შევეკრათ ზავითა”! – არ ვუკმიოთ ბოროტს და არ შევეგუოთ ცოდვას!
▪ მინდა, იმათაც გითხრათ, ვინც ფბ-ზე და ზოგადადაც ქილიკობთ იმ ხალხზე, ვინც გულწრფელად აპროტესტებს სოდომიზმის ცოდვის ლეგალიზების მცდელობას საქართველოში! აი, მაგ ღლიცინით, ვითომ «პრადვინუტობით», სინამდვილეში კი «მებრძოლი ათეიზმით», თქვენ თანამონაწილენი ხდებით სოდომიზმის პროპაგანდის გავრცელებისა და ამას ისეთი ამპარტავნებით აკეთებთ, თითქოს, თქვენი დონის «ინტელექტუალები» ჯერ არ დაბადებულან დედამიწაზე!ამიტომ, თქვენც ძალიან ცოდონი ხართ, მართლა მებრალებით, რადგან თქვენი ცინიზმით არამხოლოდ ქვეყანას, საკუთარ თავსაც, საკუთარ შვილებსაც ავნებთ! და მაინც, – იმ ღმერთმა გიშველოთ, რომელმაც ცეცხლის წვიმით დაწვა სოდომი და გომორი!
▪ ჩვენში, მავანნი ევროპა-ამერიკას ლანძღავენ, თითქოს ევროპელების და ამერიკელების უდიდესი უმრავლესობა არის სოდომ-გომორისტული ცხოვრების წესის დაკანონების მომხრე, რაც აბსოლუტური სიცრუეა, რომელიც ანტიდასავლური, პრორუსული ძალების მიერ არის გავრცელებული. სინამდვილეში კი, ევროპელების და ამერიკელების დიდი უმრავლესობა კონსერვატიული ოჯახური ცხოვრების წესის მიმდევარია, მათ შორის, ძალიან ბევრია ტრადიციული რელიგიების გამზიარებელი მორწმუნე ადამიანები. საქმე ის არის, რომ დემოკრატიულ დასავლეთში, ძლიერმა გლობალისტურმა და ულტრალიბერალურმა ძალებმა ისარგებლეს რა დასავლური დემოკრატიული გარემოთი, უდიდესი პოლიტიკური-ფინანსური რესურსების მობილიზებით უზრუნველყვეს გეითემის მსოფლიო მასშტაბით პროპაგანდა და სოდომ-გომორისტების “უფლებების დაცვა” ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვას გაუტოლეს, ხოლო ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი განსხვავებული აზრი, – ჰომოფობიად მონათლეს!
▪ ანტიდემოკრატიულ რეჟიმებში, როგორებიც არიან – რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ისლამური სახელმწიფოები, რაღა თქმა უნდა, არათუ სექსუმცირესობების, არამედ სხვა ბევრი უმცირესობის უფლებების დაცვა-პროპაგანდა, კანონით იკრძალება და მკაცრად ისჯება (მითუმეტეს, მათი “პრაიდ-აღლუმები”!), მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში სექსუმცირესობები არ არსებობენ! მაგალითად რუსეთში, დედაქალაქ მოსკოვში და სიდიდით მეორე ქალაქში პეტერბურგში, სექსუმცირესობების წარმომადგენელი ჯგუფები ბევრად მრავლად არიან, ვიდრე ევროპის ქვეყნების რამოდენიმე დედაქალაქში ერთად აღებული! ასე რომ, მცდარი რიტორიკაა, თითქოს, რუსეთში სოდომისტები არ არსებობენ და მხოლოდ ევროპა-ამერიკაა მათი “სამშობლო”!!!” – წერს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე.
კომენტარები