„ხელისუფლებამ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა – სხვადასხვა ქალაქში გვექნება საპროტესტო აქციები“

ხელისუფლებამ არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყება.

-„მთავრობის განცხადება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ჩვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ჩვენი მოთხოვნები ლოგიკურად გამომდინარეობდა უმნიშვნელოვანესი აღიარებიდან, რომელსაც პარასკევს უპრეცედენტოდ მივაღწიეთ. პარასკევს ხელისუფლებამ აღიარა, –  დიალოგი გაიმართება მხოლოდ იმ ფორმატში, რომელშიც ჰესის აშენების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც დათმობენ პოზიციებს და ჰესის აშენება-არ აშენების საკითხი დიალოგით გზით გაირკვევა. შესაბამისად, ამ განცხადებით, რომელიც თითქოს შერბილებულია, სინამდვილეში ისინი ისევ იმ პოზიციაზე დგანან, –  ჰესი ყველა ვარიანტში აშენდება. ჩვენი გეგმები უცვლელია, დღეს სხვადასხვა ქალაქში გვექნება საპროტესტო აქციები“, – განაცხადა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მირზა ნოზაძემ.

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

-„23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში. დღეს 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები იგეგმება , ფართომასშტაბიანი აქცია დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება. ნამდვილად არ გვსიამოვნებს ფართომასშტაბიანი აქციების გზა, გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გაგრძელებულიყო“.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 6 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

კომენტარები