„ხელისუფლებაც არაადეკვატურია, ჰყავს თოჯინა პრეზიდენტი, რომელსაც რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. ამ შემთხვევაში თითქოს პრინციპულობა გამოაჩენინეს, რურუას შეწყალებაზე უარი“-იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:

-„ქოცებმა კეთილი ინებონ –  საკუთარ დანიშნულ პრეზიდენტს რურუა შეაწყალებინონ, ოპოზიცია დათმობაზე უნდა წავიდეს, თავი დაანებოს უაზრო მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების შესახებ. ამ ამბავში სხვადასხვა დოზით, მაგრამ ორივე დამნაშავეა, ორივე იღებს ამ პასუხისმგებლობას. გამოსწორება თუ უნდათ, ორივემ თავიანთი პოზიციებიდან უკან უნდა დაიხიოს.

ოპოზიცია რაადეკვატურია. მას შემდეგ, რაც ვერ დაამტკიცა არჩევნების გაყალბება, მაინც ჰგონია, არჩევნები გაყალბებულია, ამ მოტივით ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლებაც არაადეკვატურია, ჰყავს თოჯინა პრეზიდენტი, რომელსაც რასაც უნდა, იმას გააკეთებინებს. ამ შემთხვევაში თითქოს პრინციპულობა გამოაჩენინეს, რურუას შეწყალებაზე უარი ათქმევინეს და ეს მოლაპარაკება რეალურად ჩაშალა.

იმედი მაქვს, პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუაზე მოიყვანენ.  საქართველოს ხელისუფლება თუ მოვა ჭკუაზე, ავტომატურად დიდი ალბათობით, ოპოზიცია მოვა ჭკუაზე. თუ არ მოვა და უჭკუოდ დარჩება, გასაგები იქნება, – ხელისუფლება მასთან მართალი იყო. იმ კონცერტმა, რაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოაწყვეს დანიელსონის ჩამოსვლის დროს, ფაქტობრივად, ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს თავის მოჭრა გამოიწვია. ამას ან გამოვასწორებთ ან ნელ-ნელა რუსეთის გუბერნიისკენ სვლას დავიწყებთ“.

კომენტარები