„ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს პატიმრობის აღსრულებას, ჩამოშლილია“- ნიკა გვარამია

-„წამით ეჭვი არ შემპარვია და ამაზე ცხადი არაფერი იყო, ჩემი აზრით.
ახლა გაგრძელება:
ან ვერ იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც ვერ ახერხებს პატიმრობის აღსრულებას, ჩამოშლილია და გაიქცევა
ან იჭერენ და ხელისუფლება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ლიდერს იჭერს, განწირულია და უნდა გაიქცეს.
მოკლედ, ბოლო ყველა შემთხვევაში გაქცევაა. მალე”,- წერს „მთავარი არის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ  ნიკა მელიასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები