“ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადებ”-სალომე სამადაშვილი:

სალომე სამადაშვილს ნერვული შეტევა სოციალურ ქსელში! ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, რაც უკრაინულმა გამომცემლობამ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა, სამადაშვილმა განცხადება გააკეთა და დასახმარებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს-

 

 

“დიდი ძმა გვისმენს-ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო ‘კგბშნიკ’ დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)”-წერს სამადაშვილი

 

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის, ეუთო-ოდირის საპარლამენტო არჩევნებზე დადებული დასკვნები  სალომე სამადაშვილს და მის მეგობარ პარტიებს არასანდოდ ეჩვენებათ, ახლაკი რატომღაც დახმარებას ისევ მათ სთხოვს

მოამზადა ნათია ბერიძემ

 

კომენტარები