ხვალ მენელსაცხებლე დედათა კვირაა – შეგეწიოთ მარიამ მაგდალინელი, მარაიმ კლეოპასი, სალომე, იოანა, მართა, მარიამი, სუსანა და სხვათა დედათა მადლი!

ხვალ მენელსაცხებლე დედათა კვირაა.
ბრწყინვალე აღდგომიდან მე-3 კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მოქმედ ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.ეკლესია წმიდათა მენელსაცხებლე დედებს – მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვებს იხსენებს;

სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღსდგა!

შეგეწიოთ მარიამ მაგდალინელი, მარაიმ კლეოპასი, სალომე, იოანა, მართა, მარიამი, სუსანა და სხვათა დედათა მადლი!
კომენტარები