ხვრინვა საშიშია ჯანმრთელობისათვის

მოსკოვში ბრაზილიელი ტურისტი ქალბატონი ერთ-ერთი საავადმოყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია ჰოსპიტალიზებული მეუღლის ხვრინვის გამო – ამის შესახებ იტყობინება РЕН ТВ.
პაციენტის მეუღლე ამბობს, რომ 3 სექტემბერს ღამით ერთად იყვნენ რესტორანში და დალიეს ალკოჰოლური სასმელი. სასტუმროში დაბრუნებისას დაზარალებულმა გადაწყვიტა მიეღო საძილე მედიკამენტი, რათა არ შეეწუხებინა ქმრის ხვრინვას. ამის შემდეგ ის ცუდად გახდა, გამოიძახეს სასწრაფო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ქალბატონს მედიკამენტებით მოწამვლა დაუდგინეს.
მამაკაცმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ყოველთვის იღებდა საძილე საშუალებებს, რათა ხვრინვას არ შეეწუხებინა. ეს ტაბლეტები მას თან ჰქონდა.
პოლიცია ამოწმებს ბრაზილიელის ჰოპიტალიზაციის ფაქტს.
წყარო: РЕН ТВ

კომენტარები