ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან- სამართალდამცავების თქმით, აქციის მონაწილეები მთავრობის სახლის შესასვლელის პიკეტირებას გეგმავდნენ

ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან- ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის შენობის უკანა შესასვლელთან მისვლას ცდილობდნენ თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ოპოზიციის მხარდამჭერები განმარტავდნენ, რომ მათ შენობის ირგვლივ გადაადგილების უფლებას უკანონოდ უზღუდავდნენ.

სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეები მთავრობის შენობის უკანა შესასვლელის პიკეტირებას აპირებდნენ და ამის საშუალებას მათ ვერ მისცემენ.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები