ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ფიზიკური დაპირისპირებაა. 50 წლამდე ასაკის კაცს ბიძაშვილებმა სცემეს, რის გამოც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

თუ რა გახდა სავარაუდო დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. გარდაცვლილისა და ბრალდებულის ოჯახები მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. ამ წუთებში, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, ბრალდებულები კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები