ხობში ლოკოკინების ფერმა აშენდა

ხობში, სოფელ ახალ ხიბულაში, ლოკოკინების ფერმა  „ნადი გრუპი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

ფერმის ასაშენებლად  1.410.000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.

ფერმა წელიწადში, 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია  ძირითადად იტალიაში ხდება.

კომენტარები