“ხოდა ხევსურეთის, თუშეთის და სხვა მიუვალი ან ძნელად მისავალი ადგილების გზების პრობლემა არის პოლიტიკური პრობლემა. უფრო სწორედ, პოლიტიკის არარსებობის პრობლემა. “-ლევან ღამბაშიძე:
ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს-
“გინდა ახტით, გინდა დახტით – გზა არის პოლიტიკა. არ იმიჯნება. “ყველა გზა რომში მიდის” რომის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობის ხაზგასასმელად კი არ თქმულა.
სვანეთის რეაბილიტაცია/ინტეგრაცია დაიწყო გზით; საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდა აუტობანის მშენებლობით და ა.შ.
ხოდა ხევსურეთის, თუშეთის და სხვა მიუვალი ან ძნელად მისავალი ადგილების გზების პრობლემა არის პოლიტიკური პრობლემა. უფრო სწორედ, პოლიტიკის არარსებობის პრობლემა.
აბა შატილი იგებდეს არჩევნებს და არა ჭავჭავაძე, რომელ გზას მოაევროპულებდა მთავრობა პირველ რიგში? აბა ჭავჭავაძეზე მცხოვრებებს ადარდებდეთ თუშეთში მცხოვრებები, მაინც მოევროპულებული ჭავჭავაძე მოიგებდა არჩევნებს?
ან, აბა თუშეთს და ხევსურეთს მეტი დამოუკიდებლობა და მეტი საკუთარი ფული ჰქონდეთ, თავად ვერ მიხედავდნენ გზის პრობლემას?
მარა ჰა. მკვდარია პოლიტიკა. არანაირი თვითმმართველობა, არანაირი თვითმოქმედება და ცენტრზე ჩამოკიდებული რეგიონები. და ცენტრში კიდე კალაძეა გლავნი და მაგის გლავნი კიდე ბიძინა ივანიშვილი. რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ამ მოცემულობაში?”-წერს ღამბაშიძე
მოამზადა ნათია ბერიძემ