“ხომ შეგვეძლო გვყოლოდა ნამდვილად ხალხის ხელისუფლება? ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ხიბლში არ ჩავარდებოდა” – ზვიად კვაჭანტირაძე :

ისტორიკოსი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს –

“ჩვენ ვებრძოდით იმ რეჟიმს, რომელმაც შეიძლება კარგად დაიწყო, მაგრამ მალევე დემოკრატია, ადამიანის უფლებები სულ ფეხქვეშ გათელა. ვიბრძოდით სამართლიანობის აღდგენისთვის, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ვიბრძოდით და ბევრ წარმატებასაც მივაღწიეთ, მაგრამ აგერ უკვე ორი წელია, რაც სწრაფი ტემპით დავიწყეთ უკუსვლა. მადლობა ღმერთს , რომ ის შიშები აღარ გვაქვს, რაც ადრე გვქონდა, მაგრამ ხომ შეგვეძლო გვყოლოდა ნამდვილად ხალხის ხელისუფლება? ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების ხიბლში არ ჩავარდებოდა?

ძალიან საწყენია, რომ შეცდომებს ვიმეორებთ. დღეს, ზოგიერთი ჩემი მეგობრის სახელს , უკვე მეორედ, პირდაპირ უკავშირდება დიდი ხანჯალი ქართული დემოკრატიის ზურგში.

მაგრამ,
ამით არ დასრულებულა ყველაფერი. ნუ მოვდუნდებით!”-წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები