ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა.

ხონში, ჩაისუბნის სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლი სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობა გახდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები