ხონის მუნიციპალიტეტში სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით 24-საათში გარდაიცვალა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მიუღლე კორონავირუსით გარდაიცვალნენ. 54 წლის ქალი დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.

გარდაცვლილი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, ტემპერატურა დაუფიქსირდა. წუხელ გარდაიცვალა, მისი მეუღლე დღეს დაიღუპა.  ისინი თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ.  დამძიმების შემდეგ ქუთაისის კლინიკას მიმართეს, მამაკაცის PCR ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა და საავადმყოფოდან გამოწერეს.

შვილი იძულებული გახდა, მამა გორში წაეყვანა, ადგილების არ არსებობის გამო, მისი მოთავსება რეანიმაციაში ვერც იქ მოხერხდა.

ცოლ-ქმრის ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში მათმა შვილმა, მარი კაკაურიძემ  დაწერა. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიმართავდა და დახმარებას სთხოვდა. მისი მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქუთაისში ცხოვრობდნენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები