ხორვატიაში ხანძრის დროს ოთხი მეხანძრე დაშავდა

ხორვატიაში,  ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ შიბინიკთან ახლოს ტყეში ხანძარი გაჩნდა.  მის ჩაქრობას 200-ზე მეტი მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ხანძრის ლიკვიდიაციაში ჩაერთო ვერტმფრენიც.

ხანძრის დროს ოთხი მეხანძრე დაშავდა. ევაკუირებული იყო ასობით ადამიანი.

სავარაუდოდ, ხორვატიის სანაპიროზე ცეცხლი განზრახ გააჩინეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები