ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ, მოწმობს იმაზე, რომ NATO – დაშლის პირას არის

სტოლტენბერგი: ალიანსი ამ კვირაში რუსეთს უპასუხებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

ნატო ამ კვირაში წერილობით პასუხს გაუგზავნის რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინადადებების შესახებ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ ვასრულებთ ნატოში, წერილობით დოკუმენტს, რომელსაც ამ კვირის ბოლოს გადავუგზავნით. ჩვენ ამას გავაკეთებთ შეერთებული შტატების პარალელურად“, – განმარტა მან.

„ნატოს დაშლა უფრო ადვილია“ რატომ ვერ იპოვეს რუსეთმა და დასავლეთმა უსაფრთხოების მოლაპარაკებებში საერთო ენა ?
ამასთან ერთად ხორვატიის პრეზიდენტის განცხადება კიდევ ერთხელ, მოწმობს იმაზე, რომ ალიანსს ერთობა არ გააჩნია და ის დღეს დაშლის პირას არის.

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შემთხვევაში, ხორვატიის ხელისუფლება მთელ სამხედრო პერსონალს ნატოს ძალებიდან აღმოსავლეთ ევროპაში გაიყვანს. ამის შესახებ სამშაბათს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა ეროვნული ტელევიზიით გამოსვლის დროს განაცხადა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებზე პასუხში ჩამოთვლის რუსეთის ქმედებებს, რომლებიც ევროპაში მის შეშფოთებას იწვევს. ეს დეტალები Bloomberg-მა გაასაჯაროვა ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც უცნობი დარჩა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები