ხუბეიში 25 ათასზე მეტი მედიკოსი ჩავიდა ჩინეთის ყველა კუთხიდან

217 სამედიცინო ბრიგადის შემადგენლობაში მყოფი 25 633 მედიკოსი ჩავიდა ჩინეთის სხვადასხვა კუთხიდან ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კოლეგების დასახმარებლად. ამ რიცხვში არ შედიან არმიის მიერ მივლინებული სამხედრო ექიმები. ადგილობრივი ექიმები ფიზიკურად ვერ აღთმევენ თავს კატასტროფულად მომრავლებულ პაციენტთა მკურნალობას.
ცნობილია, რომ პაციენტთა მკურნალობის პროცესში კორონავირუსით დაავადდა 1716 მედიკოსი, რომელთაგან 6 გარდაიცვალა.

წყარო: gazeta.ru

კომენტარები