ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ მთიული შაინიძე დაინიშნა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე მთიული შაინიძე დაინიშნა.
ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ ახლად დანიშნული მოადგილე მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
მთიული შაინიძე 1986 წლის 5 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში დაიბადა.
2003 წელს დაამთავრა სოფელ წაბლანის საშუალო სკოლა; 2004-2008 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (სპეციალობა-ისტორია). მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
2005 წლიდან დღემე, მუშაობდა სოფელ წაბლანის საჯარო სკოლაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად.
2014 – 2019 წელებში მუშაობდა შ.პ.ს ,,აჭარისწყალი ჯორჯიაში“ სხვდასხვა პოზიციებზე.
(2015-2017 წლები კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ სხალთის ჰესზე, ოფის მენეჯერი. 2014-2019 წლებში სხალთაში სოციალური პროექტების ხელმძღვანელი).
2018 წლიდან დღემდე მუშაობდა ხულოს N84-ე საარჩევნო ოლქის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივნად.

კომენტარები