ხულოს მუნიციპალიტეტის მერია – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 11 პროგრამას განახორციელებს

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები:

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა – ბიუჯეტი 340 000 ლარი;

მრავალშვილიან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 150 000 ლარი;

სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა – ბიუჯეტი 52 200 ლარი;

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიური პირობების გაუმჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფა – ბიუჯეტი 25 400 ლარი;

უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 25 000 ლარი;

დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 67 200 ლარი;

ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 55 000 ლარი;

ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება – ბიუჯეტი 60 000 ლარი;

მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (მათ შორის ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება – ბიუჯეტი 66 600 ლარი;

მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა – ბიუჯეტი 200 000 ლარი;

მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდის მომსახურება – ბიუჯეტი 85 200 ლარი;

ჯამში, 2021 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 126 600 ლარია გამოყოფილი

კომენტარები