ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა მიმდინარეობს.​ თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 20 სმ-ია, მაღალ სოფლებში 50-60 სმ-ს აღწევს.

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გადაადგილება შეუზღუდავად არის შესაძლებელი, ადმინისტრაციულ ერთეულებში  მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

ელექტროენერგია სრული დატვირთვით ყველა აბონენტს მიეწოდება.

კომენტარები