ხულოში ავარიის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა

გოდერძის უღელტეხილზე უბედური შემთხვევის შედეგად 29 წლის კაცი დაიღუპა.გარდაცვლილი სოფელ პაქსაძეებში ცხოვრობდა. ის გოდერძის უღელტეხილზე გზის გამწმენდ სამუშაოებს ასრულებდა.

კაცი ტრაქტორს მართავდა. ხევში გადაიჩეხა. ადგილზე მისულ სასწრაფოს და სამაშველო სამსახურს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

კომენტარები