ხულოში, კორონავირუსი რესურსცენტრის თანამშრომელს დაუდასტურდა

ხულოში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული რესურსცენტრის თანამშრომელია. 

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ქალს შეხება ჰქონდა ბათუმში ხოზრევანიძის კლინიკასთან. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა  1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები