ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.

ქარიანი ამინდი საბაგირო გზის ერთადერთი დაბრკოლებაა.

საბაგირო 1985 წელს გაიხსნა. გახსნის დღიდან მას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერის და არქიტექტორის შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება.

მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1000 მ. ხულოდან 7 კმ-ში.სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია რკინის ზოდები. ვარაუდობენ, რომ აქ რკინის მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო.

კომენტარები