„ხშირად ეზიარეთ და ნუ იტყვით, რომ ღირსნი არ ხართ“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე:

„ხშირად ეზიარეთ და ნუ იტყვით, რომ ღირსნი არ ხართ. თუკი ასე იტყვი, მაშინ ვერასდროს ეზიარები, რადგანაც არასდროს იქნები ღირსი. თქვენ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც ღირსია წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებისა? არავინაა ამის ღირსი. ხოლო თუ ჩვენ, მაინც ვეზიარებით, მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული გულმოწყალების გამო. ჩვენ კი არ ვართ შექმნილნი ზიარებისათვის, არამედ, ზიარება – ჩვენთვის. სწორედ ჩვენ, ცოდვილები, უღირსები, სუსტები, სხვებზე გაცილებით მეტად ვსაჭიროებთ ამ მაცხოვნებელ წყაროს“.

კომენტარები