ჯამბულ გამცემლიძე: ნეტავ, სააკაშილი სადმე შემახვედრა – ყველა საშუალებით შევეცდები, ჩავაძაღლო და მერე საქართველო სამუდამოდ დაისვენებს!

სისხლიანი რეჟიმის შემქმნელს ადამიანების წამების წამქეზებელს და ქვეყანაში N -1 ჯალათს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს თურმე სხვა პატიმრების მხრიდან მის მიმართ გინების მოსმენა არ სიამოვნებს. მისი მომხრეები კი უფრო შორს მიდიან, ჯალათის გათავისუფლებას და ხელისუფლებაში დაბრუნებასაც ითხოვენ, რათა ქუჩებში  უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრა გააგრძელონ. ერთი წუთით დავუშვათ, რომ სააკაშვილი მართლაც გათავისუფლდა – შეძლებს კი, თბილისის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილებას?  – სააკაშვილი მტერი კი არა, მტერზედ უარესია! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი რეჟიმისგან შვილმოკლულმა მამამ,

ჯამბულ გამცემლიძემ:

– ჩვეულებრივ მტერს ერთს ამოარტყამ ნიკაპში და ასწავლი ჭკუას! ეს ნაგავი კი, არ ჩერდება, არ ისვენებს! ან რა ამხელა ეშმაკეული ენერგია აქვს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ათას ხრიკს იგონებს და არც მისგან შეწუხებულ მოსახლეობას აძლევს მოსვენებას. წინ და უკან დაწანწალებს მაგისი მომხრეების ეს სექტა და თვითონაც არ იციან, რას ითხოვენ!

 – ამბობენ, რომ ხელისუფლება პატიმარ სააკაშვილს ცუდად ექცევა.

– ხელისუფლების მიმართ მეც მაქვს პრეტენზია. ამ სატანას და სატანის გაჩენილს ძალიან ლოიალურად ექცევიან! რით არის სააკაშვილი სხვა პატიმრებზე მეტი, რომ სხვა ტუსაღებს ოჯახის წევრები ენატრებათ, ამასთან კი, დღეში სანახავად რამდენიმე ნათესავი, ახლობელი და რამდენიმე ცოლი შედის?! რატომ შედის მის მოსანახულებლად ყოველდღე რამდენიმე ადვოკატი და ესეც არ ჰყოფნის? განა რა აქვთ სალაპარაკო? რატომ ვერ შეიგნო, რომ კანონის ფარგლებში არის დამნაშავე და დანაშაულის გამო პასუხიც უნდა აგოს და სასჯელის ვადა მოიხადოს? ძალიან გამკვირვებია,  მისი სექტის წევრების და მისი პირადი ექიმის ურთიერთსაპირისპირო განცხადებები, რომელიც პერიოდულად  აცხადებს, რომ მიშა ძალიან ცუდად არის და უკანასკნელ დღეშია, მაგრამ დღეები გადის და ის მაინც ცოცხალი რჩება! განა როდემდე უნდა აყარონ ნაცარი ხალხს! ანდა, სააკაშვილის გარდა ნუთუ ციხეში სხვა არავინ ზის, არავის უჭირს, რომ მარტო ამაზე იყოს აქცენტები? დაბეჯითებით გეუბნებით და პირდაპირ ასე დაწერეთ: საქართველოს ციხე-კოლონიებში ამჟამად, არ არსებობს არც ერთი პატიმარი, უვადო პატიმრების ჩათვლით, რომელსაც სააკაშვილზე მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი! თანაც, არ არსებობს დანაშაული, რაც სააკაშვილს არ ჰქონდეს ჩადენილი! ეს ტელევიზიები კიდევ, ფეიკებს რომ ავრცელებენ… ჩემს ახალგაზრდობაში ასეთ ფეიკებს „ნისია ბაზარს“ ვეძახდით – პარლამენტი რას გვიკეთებს? შეიმუშაონ კანონი, რომლის მიხედვითაც ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი კერძო პირიც და მედია საშუალებაც პასუხს აგებს და მაუწყებლობაც შეუწყდება! ჩვენ, შვილმოკლულ მშობლებს, უტიფრად, „დაზარალებულებს“ გვეძახიან… ჩვენ დაზარალებულები კი არა, დაქცეულები ვართ, ზაზა! შვილს რომ მოგიკლავს რეჟიმი, განა იმაზე მეტი რაღა უნდა დაგიშავოს, თუნდაც თავადაც მიგაყოლოს! ესენი კიდევ, უტიფრად გაიძახიან, უნდა გადავარჩინოთ იმ კაცის სიცოცხლე, რომელმაც ჯამბულ გამცემლიძეს შვილი მოუკლაო!

 – ნუთუ კაცობრიობისთვის და საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლე?

– მაგის სიცოცხლესაც თუ სიცოცხლე ქვია… ჩემი ნება რომ იყოს, ვოლიერში ჩავსვამდი და მთელს მსოფლიოს ვაჩვენებდი არსებას, რომელმაც თავისი უბადრუკი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ხალხის წინაშე ყველანაირი დანაშაული ჩაიდინა, რაც კი კაცობრიობის ისტორიას სმენია! იგი ციხიდან კი არ უნდა გაუშვან, სამაგალითოდ უნდა ჩაალპონ ციხეში, რათა ყველას გაუქრეს სურვილი და მიზანი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რაიმე დანაშაულის ჩადენისა! ცხონებული იური ვაზაგაშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის თაოსნობით იუსტიციის სახლის წინ აღმართულია მონუმენტი, რომელიც ქართველ საზოგადოებას ქუჩაში დახვრეტილი ბიჭების ისტორიას ახსენებს. ჩემს გიორგის ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი მეთაური, რომელიც არჩევნებში გამარჯვებით მოვა ხელისუფლების სათავეში – ამ მონუმენტთან უნდა დებდეს ფიცს, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ მსგავსი განუკითხაობა, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა თავს დაგვატეხა – საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს! მე ვერ დავმშვიდდები მანამდე, ვიდრე ჩემი, რობაქიძეების, გირგვლიანების და სააკაშვილის რეჟიმის მიერ დახოცილი სხვა უამრავი ადამიანის ოჯახების წინაშე სამართლიანობა არ იზეიმებს, რაც უპირველს ყოვლისა, ჩადენილ დანაშაულთა შესაბამისად ამ სისხლიანი მანიაკის – სააკაშვილის დასჯას გულისხმობს! სამართლიანობას აღდგენა კი არა, დამკვიდრება სჭირდება! ის ხალხი, ვინც რეჟიმის დროს დანაშაულებს სჩადიოდა, არამცთუ სასჯელს იხდიან, დღემდე სამსახურებში მუშაობენ. აგერ, დახვრეტილი გენერლის, გია კრიალაშვილის და პირდაპირ ადებს ხელს მისი ძმის მკვლელს, რომელიც დღემდე ძალიან მაღალ თანამდებობაზე იმყოფება! გირგვლიანის მკვლელობაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე, ვანო მერაბიშვილის ცოლი – ნუთუ საბრალდებო სკამზე არ უნდა დაესვა მართლმსაჯულებას? ჩემი გიორგის მკვლელის დამცველი დღეს აჭარის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა და ხელისუფლებაში მოსვლას ძალადობით გეგმავს! ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ მომავალში ჩემსავით კიდევ ბევრი შვილმოკლული მამა აქვითინდება შვილის საფლავთან!

 – უშვებთ პერსპექტივას, რომ ისინი შეიძლება დაბრუნდნენ?

– არა. გამორიცხულია, რადგან მათ მიერ გამწარებული ხალხი მრავალჯერ აღემატება მათი მხარდამჭერების მაქსიმალურ რაოდენობას. არჩევნებით ეგენი ვერასოდეს მოვლენ და თუ გადატრიალებას დააპირებენ, მთელი საქართველო ქუჩაში გამოვა და ძალას – ძალას დაუპირისპირებს! განა ამ ცხოვრებაში რა მაქვს დარჩენილი, რომ თავს გავუფრთხილდე. პირადად მე, ჯამბულ გამცემლიძე – შევაკვდები და ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას არ დავუშვებ! გიული ალასანია ახლა რომ მოთქვამს – შვილი გადამირჩინეთო – ეგ გველის წიწილის გამჩენელი მაშინ სად ეგდო, როცა მე მოვთქვამდი და მისი შვილის მიერ მოკლულ ჩემი გიორგის ცხედართან ვბღაოდი?

მაშინ სად იყო, ირინა ენუქიძე როცა დასტიროდა სანდროს? ია მეტრეველს სასამართლოს დარბაზში რომ ატირებდნენ ეს მკვლელი და ნაძირალა ჯალათები – მაშინ რას მიკეთებდა?

 – სააკაშვილს სადმე რომ შეეჩეხოთ, რას მოიმოქმედებთ?

– ნეტავ სადმე შემახვედრა… შეიძლება ფიზიკურად ვერ მოვერიო, მაგრამ კბილებით გამოვღადრავ ყელს! ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალებით შევეცდები, ჩავაძაღლო და მჯერა, ამის მერე საქართველო სამუდამოდ დაისვენებს! სააკაშვილი ქუჩაში თავისუფლად ვერასოდეს ვერ გაივლის! მე ისიც კი მიკვირს, ეს ნაც-სექტის წევრები როგორ დადიან ქუჩაში, უამრავი ადამიანის შურისძიების როგორ არ ეშინიათ…

 – ეშინიათ კი არა, ეკა კვესიტაძე პირიქით დაიმუქრა ანტინაცების ოჯახებში მოლოტოვის კოქტეილების სროლით. არის პერსპექტივა, რომ ნაცები მობრუნდნენ?

– მოლოტოვის კოქტეილები კი არა… გამწარებული ხალხი ემანდ, ქუჩაში არ გამოცვივდეს, თორემ ლინჩის წესით გასამართლება არ აცდებათ! ერთმანეთს ამხნევებენ, თორემ არაფრის თავი არ აქვთ მაგათ, იმდენი ხალხი გაამწარეს, გიმეორებთ, მარტო ეს გამწარებულები მრავალჯერ აღემატებიან ნაც-სექტის სრულ რაოდენობას და ამ გამწარებულთა შორის მეათედი მაინც, უკიდურეს ზომებზე წამსვლელია! ერთი ეგ არის, ამ დაპირისპირებას ჩვენი ბედკრული საქართველო ეკონომიკურად ვეღარ გადაიტანს, ძალიან დავუძლურდებით. 20 წელია, ეს ჯალათი საქართველოს ძიძგნის და აზიანებს. 20 წელი მთელი ეპოქაა და ამ ხნის განმავლობაში გადაჭამა ამ უჯიშომ ქვეყანა, მოქალაქეების ნერვები და მოთმინება. განა ვინ არის სააკაშვილი, რომ მთელი ქვეყანა მას ვანაცვალოთ?! მჯერა, ვინმე ისეთი ჩაუქიც გამოჩნდება, რომელიც მიზანში ამოიღებს და ჩახმახსაც გამოკრავს!

      – ისედაც, უკვე სჯის უფალი.

– თანაგრძნობის ნასახიც არ გამაჩნია. ან რა თანაგრძნობა უნდა გამიჩნდეს ნაძირალას მიმართ, რომელმაც მე შვილი მომიკლა! სინანულის ნიშანწყალსაც არ ამჟღავნებს, ამიტომ დღეს მე, შვილმოკლული მამა, ჯამბულ გამცემლიძე შურისმაძიებელი ვარ. სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, რამდენი ახლაგაზრდა დღესაც ცოცხალი იქნებოდა! 150 ჭაბუკი ქუჩაში დახოცა, 800-ზე მეტი პატიმარი ციხიდან მიუსვენა ოჯახებს, ამაზე 2-3-ჯერ მეტი აწამა, დააავადმყოფა და დააინვალიდა! რამდენი საჯიშე ბიჭი ომში დაღუპა! ეგ მარტო ჩემი კი არა, საქართველოს მტერია და მტერს მტრულად უნდა მოექცე! მონღოლიც მტერი იყო, მაგრამ ზნეობა ჰქონდათ – ცოტნეს გმირობა დააფასეს და სათანადოდ მოიქცნენ. ამას არც ზნეობა აქვს და არც შუბლის ძარღვი. ხომ გდია ციხეში – მაინც სისხლის დაღვრას ნატრობს! მაგის სექტა წანწალებს, გზებს კეტავენ, ისედაც გამწარებულ მოქალაქეებს კიდევ უფრო აღიზიანებენ და ამით ხარობენ! ეგ ისეთი მტერია, საზომიც კი არ მაქვს, რამდენად შეიძლება დავაზიანო. ერთი არეულობა დააპირონ! დედა შვილს არ აიყვანს ხელში, ისეთი დღე დაუდგებათ, არავინ დაზოგავს მაგათ!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

 

მუხრან მაჭავარიანი – შურისძიება

შურისძიების სიხარული
უფროა მეტი, –
ვიდრე,
დავუშვათ, –
დახვრეტილის
აღდგომა მკვდრეთით!

შურისძიების სიხარულის
ამქვეყნად ფარდი
არაფერია, –
კაცის მკვდრეთით
აღდგომის გარდა!

რაღა გმირული შურისგება, –
ვეფხის ნახტომით, –
და რაღა კაცის,
მკვდარი კაცის,
მკვდრეთით აღდგომა.

რაც უნდა ბრძანონ
ლმობიერმა ბრძენმა ძიებმა, –
ყოველ გრძნობაზე ძლიერია
შურისძიება!

 

კომენტარები