ჯანდაცვის მინისტრის არ გამორიცხავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს

-„საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები. უნდა აღვნიშნოთ, რომ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, როგორი რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის,  შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა. შესაძლოა, იყოს ლიმიტი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც. კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ

კომენტარები