ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში აღნიშნულია:
-„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია არის ის, რომ ვირუსი ადამიანს შეიძლება შუამავალი ცხოველის მეშვეობით გადასცემოდა“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, – ვირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება მხოლოდ დასაწყისია, ვირუსის გავრცელების წყარო ჯერ დადგენილი არ არის“.