ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს კომპანიის ვაქცინას საგანგებო შემთხვევებში გამოყენების უფლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Moderna-ს კომპანიის ვაქცინას საგანგებო შემთხვევებში გამოყენების უფლება მისცა. ამ ინფორმაციას ჯანმო ავრცელებს.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ავტორიზაცია Pfizer/BioNTech-ის, Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს მიანიჭა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ნიშნავს,-  ვაქცინის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დაადასტურა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ნუსხაში შეფასებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც პლატფორმა COVAX-ში ჩართვისთვის აუცილებელი პირობაა. ეს ქვეყნებს საშუალებას აძლევს, დაჩქარდეს საკუთარი კანონმდებლობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტისა და დანერგვის შესახებ.

კომენტარები