ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციას ამჟამად რეკომენდაციას არ უწევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციას ამჟამად რეკომენდაციას არ უწევს.

აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფებში მძიმე დაავადების ტვირთი დაბალია, მაღალი ვაქცინაციის დაფარვა ჯერ არ არის მიღწეული იმ ჯგუფებში, რომლებიც მძიმე დაავადების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

21 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ განაცხადა, – „თუ გვსურს,  პანდემია მომდევნო წელს დასრულდეს, უთანასწორობას ბოლო უნდა მოვუღოთ, 2022 წლის მეორე ნახევრისთვის თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის 70% უნდა ავცრათ. კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ შტამი, უკვე ვაქცინირებული ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ინფიცირება შეუძლია“.

კომენტარები