ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დონალდ ტრამპს: „ვირუსებს არ ადარდებთ ადამიანების ეთნიკური წარმომადგენლობა, კანის ფერი ან ის, თუ რამდენი ფული აქვთ მათ ბანკში“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეხმაურება.

ამ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია „სიენბისი“ ავრცელებს.

-„ვირუსებს არ ადარდებთ ადამიანების ეთნიკური წარმომადგენლობა, კანის ფერი ან ის, თუ რამდენი ფული აქვთ მათ ბანკში.

ვირუსებმა არ იციან საზღვრები და მათ არ ადარდებთ თქვენი ეთნიკური წარმომავლობა, კანის ფერი, ან ის, თუ რამდენი ფული გაქვთ ბანკში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ ენაზე, რომელსაც ვიყენებთ, რომ არ მოხდეს ვირუსთან ასოცირებული პირების პროფილირება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა კორონავირუს „კოვიდ19“-ს „ჩინური ვირუსი“ უწოდა.

კომენტარები