„ჯანდაცვის სისტემა რამდენად გაუძლებს იმას, რაც ნოემბერ-დეკემბერში გადაიტანა, რთული სათქმელია“-თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ჯანდაცვის სისტემა ტექნიკურად მზად არის, თუმცა რამდენად გაუძლებს იმას, რაც ნოემბერ-დეკემბერში გადაიტანა, რთული სათქმელია. ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში უკიდურესად მაღალი იყო. საწოლფონდი მზად არის, ასევე პირველადი ჯანდაცვა, კოვიდსასტუმროები, მაგრამ ასეთ მაღალ სტრესულ გარემოს, რომელიც ჩვენ გვქონდა პიკურ პერიოდში, ვფიქრობ,  სამედიცინო სექტორი ძალიან რთულად გადაიტანს. ჩვენ უკვე გვესმის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მოწოდება, – საზოგადოება იყოს ფრთხილად, თავი დაიცვან, ვირუსის ესკალაციის შემთხვევები რომ არ მივიღოთ“

საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა..

კომენტარები