„ჯანდაცვის ხელმძღვანელების მიერ გუშინდელი მიმართვა, – ეკლესია დაგვეხმაროსო, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გაუმართლებელი“ -ვატო სურგულაძე

-„ეკლესიის საქმე არ არის ეს, ჯანდაცვის ხელმძღვანელების მიერ გუშინდელი მიმართვა, – ეკლესია დაგვეხმაროსო, ჩემი აზრით, აბსოლუტურად გაუმართლებელი მომენტი იყო. ეკლესიის მხრიდან აღნიშნულმა განცხადებამ, შესაძლოა, მოსახლეობაში უფრო ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს. ეს არის სახელმწიფოს საქმე. სახელმწიფოს იანვარში უნდა დაეწყო  აქტიური პროპაგანდა და საინფორმაციო კამპანია.  გუშინდელი მიმართვა არანაირად არ იყო საჭირო. ყველამ თავის საქმე აკეთოს: -ეკლესიამ თავისი საქმე აკეთოს, მინისტრმა თავისი საქმე და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან მიმართვა იყო შეცდომა, ეკლესიამ გასცა ის პასუხი, რაც უნდა გაეცა.

ვფიქრობ, ეს უფრო ნეგატიურ გავლენას გამოიწვევს,  ვიდრე დადებითს, ეს ჩემი მოსაზრებაა. სულ არ იყო საჭირო ეკლესიას რაიმე კომენტარი გააკეთებინა ვაქცინაციის პროცესზე, არ არის ამის საჭიროება, სხვა გზები და სხვა მეთოდები არსებობს,  ვაქცინისადმი უნდობლობა დაყვანილი იყოს მინიმუმამდე“, – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძემ.

 საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა

 ამირან გამყრელიძე მღვდელმთავრებს მიმართავს:

კომენტარები