ჯანმომ კორონავირუსის შტამებს ქვეყნების სახელები ჩამოაშორა! -ნახეთ, რა ერქმევა…

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, კორონავირუსის შტამებს ბერძნული ანბანი შეუსაბამოს. ჯანმოში ამბობენ, –  ამ ნაბიჯით სურთ ქვეყნების სტიგმატიზაცია თავიდან აირიდონ. ამ ინფორომაციას DW ავრცელებს.

-„არც ერთი ქვეყნის სტიგმატიზირება არ უნდა მოხდეს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ კოვიდის ახალი შტამი აღმოჩნდა“,- განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, მარია ვან კერჰოვემ.

დღეიდან ვირუსის ბრიტანული ვარიანტი ბერძნული ანბანის პირველი ასოს შესაბამისად, ალფად იქნება მოხსენიებული, სამხრეთ აფრიკული ვარიანტი ბეტა, ბრაზილიური – გამა, ინდურ ვარიანტს დელტა დაერქმევა.  ანბანის შესაბამისად მოხსენიება არ ჩაანაცვლებს, შტამების მეცნიერულად დადგენილ ოფიციალურ დასახელებებს

კომენტარები