„ჯანმოს აღიარება მნიშვნელოვანია, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“-ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმულოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით:

-„ბუნებრივია, „სინოფარმთან“ დაკავშირებით ვიმსჯელეთ. გვესმის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება მნიშვნელოვანია, ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები და ძალიან მყარი არგუმენტები, ეს საკითხი ნამდვილად არ არის გადაწყვეტილი.

ჩემი პოზიციაა, სჯობს, ჯერ რაც გვაქვს, არსებული ვაქცინები  ავითვისოთ, ეს იქნება „ფაიზერი“ თუ „ასტრაზენეკა“. „სინოფარმის“ მიმართ მოთხოვნა არის, მათ შორის მედიკოსების მხრიდან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არაჯანმრთელი ადამიანები ავცრათ, ვისაც დღეს სურვილი შეიძლება ჰქონდეს. თუ გვინდა, ვაქცინაციამ ეპიდემიაზე გავლენა მოახდინოს, ის ადამიანები უნდა იყოს აცრილი, რომლებსაც საავადმყოფოში მოხვედრის  პოტენციური რისკი აქვთ.

ჯანმრთელი ადამიანების აცრა ეპიდემიის მესამე ტალღას ვერ აგვარიდებს. ამიტომ, ამ ტიპის ვაქცინები უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით უნდა შევთავაზოთ რისკის ჯგუფის ადამიანებს. ჩემი აზრით, ჯანმოს აღიარების გარეშე  ვაქცინა არ უნდა იყოს გამოყენებული“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები