ჯანმოს დირექტორი: „ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ თუ არ გამოვიყენებთ, პანდემია დიდხანს გაგრძელდება“

კორონავირუსის პანდემიის დაძლევა სწრაფად შეიძლება, ქვეყნები თავიანთ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორად თუ გამოიყენებენ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

-„თუ აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება არ მოხდება, პანდემია ძალიან დიდხანს იარსებებს. ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სწორად თუ გამოვიყენებთ,  პანდემია მალე დასრულდება.  თუ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სათანადოდ არ გამოვიყენებთ, შეიძლება, პანდემია ჩვენთან ძალიან დიდხანს დარჩეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

კომენტარები