ჯანმო ვირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი ვერსიას ასახელებს- ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფი

ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელის, პიტერ ბენ ემბარეკის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ოთხი ჰიპოთეზა შეისწავლა.

ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, – ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა ვერსია, ყველაზე სავარაუდოდ მეორე ვერსიას მიიჩნევენ, რომლის თანახმად, ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა. ჯანმოს ექსპერტები აღნიშნულ ჰიპოთეზას შემდგომშიც შეისწავლიან.

ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის ეპიდემიის ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად გავრცელების შესახებ ჰიპოთეზა გამორიცხა.

-„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა ოთხი პოტენციური ჰიპოთეზა, -როგორ შეიძლებოდა ვირუსი Sars-Cov-2 ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილიყო.

პირველი – ეს არის ცხოველიდან ადამიანზე პირდაპირი გადაცემა.

მეორე  – შეიძლებოდა, ვირუსი ადამიანს  შუალედური ცხოველისგან გადასცემოდა, რომელიც ახლოს იყო მასთან და ამ ცხოველში ვირუსი ადაპტირდებოდა და ცირკულირებდა ადამიანზე გადაცემამდე.

მესამე  – პროდუქტების ჯაჭვი, განსაკუთრებით  გაყინული პროდუქტების, რომლის ზედაპირი შეიძლებოდა ყოფილიყო ვირუსის გადაცემის წყარო, ან მისგან დამზადებული საკვები.

მეოთხე–  ლაბორატორიასთან დაკავშირებულ შესაძლო ინციდენტი.

ექსპერტებმა ოთხივე ჰიპოთეზა დაწვრილებით შეისწავლეს, უფრო მეტად სარწმუნოდ ვერსია  შუალედურ ცხოველს უკავშირდება.

გაყინულ პროდუქტებთან დაკავშირებული ვერსია იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, – ვირუსი შორი მანძილიდან იყო ტრამპორტირებული.

ექსპერტები ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ ლაბორატორიაში შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებულ ვერსიას“.

ამის შესახებ უხანში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა.

კომენტარები