ჯანმო კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა. ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

-„ოთხმა კვლევამ, დაადასტურა, რომ „რემდესივირი“ არ ამცირებს ვირუსის ლეტალურობის დონესა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას და არც სხვა კრიტერიუმებით არის ეფექტური. კვლევაში საერთაშორისო ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას“, – განმარტავს ჯანმო.

Covid 19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ არა ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა იყენებს. „რემდესივირს“ იღებდა კოვიდინფიცირებული აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

კომენტარები