ჯანმო კორონავირუსის ეპიდემიას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საგანგებო მდგომარეობად მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა ჩატარდა. სხდომაზე ექსპერტებმა ეპიდემიის ამჟამინდელი ვითარება შეაფასეს.

„ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საგანგებო მდგომარეობად მიიჩნევს. ორგანიზაცია ასეთ დასკვნამდე სხდომის შედეგად მივიდა.

-„საგანგებო კომიტეტის შემდეგ შეხვედრა სამ თვეში შედგება, თუმცა ვითარებიდან გამომდინარე, სხდომა შესაძლოა, უფრო ადრეც ჩატარდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსიმ.

 

კომენტარები