ჯანმო: „მძიმე ზამთარი გველოდება, რაც გამოწვეულია…“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპის რეგიონს წინ მძიმე ზამთარი ელოდება.

-„ვაქცინამ თამაშის წესები შეცვალა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არავაქცინირებული რჩება. არის კერები, სადაც ვირუსი გავრცელებას აგრძელებს და ადგილობრივი და ეროვნული ჯანდაცვის სისტემებს აწვება. ევროპის რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში შემთხვევების ზრდა, რაც გამოწვეულია ვაქცინაციის არასაკმარისი დაფარვით, პრევენციული ზომების შემსუბუქებითა და უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის გავრცელებით,  მძიმე ზამთარი გველოდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

კომენტარები