ჯანმო: „სავარაუდოდ, 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან კორონავირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთაც ცირკულირებდა“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეიესუსმა განაცხადა.:

-„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის მთავრობამ  კორონავირუსის ადრე დაფიქსირებული შემთხვევების შესახებ მონაცემები არ მისცა“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების  საბოლოო მოხსენებაში ნათქვამია, სავარაუდოდ,  ვირუსი ადამიანებში ღამურებიდან გავრცელდა, ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის, პიტერ ბენ ემბარკის განცხადებით,  შესაძლებელია,  ვირუსი უჰანში და მის ირგვლივ 2019 წლის ოქტომბერ-ნოებმრიდან ცირკულირებდა, სავარაუდოდ, ვირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთაც ცირკულირებდა.

კომენტარები